კულტურა

მზეკო ჟვანია  |  05 დეკემბერი 2013 16:59

ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს არქეოლოგები ესტუმრნენ.  მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომელიც 20 დღე გაგრძელდება.

მონასტრის ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩენილია „ძველი კედელი,“  ამ ძველი კედლის შესწავლა მიმდინარეობს.

გათხრებს ესწრებიან ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი მამა ილია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია, რომლებიც არქეოლოგებს დახმარებას უწევენ.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით "სამოქალაქო პრესა" ხობის გამგეობის წარმომადგენელს დაუკავშირდა. როზეტა შულაიამ ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორია გაგვაცნო და დღეს დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები შეაფასა, როგორც გაგრძელება ,,უძველეს სიახლეთა " ძიებისა.

ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კომპლექსია რელიგიურ-ისტორიული თვალსაზრისით. არქეოლოგთა ინტერესი მონასტრის მიმართ აბოლიტურად გასაგებია, გამომდინარე მისი ისტორიული წიაღსვლებიდან. დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დადიანთა , დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა მოსალოცი ტაძარი, ადგილი, სადაც 1923წლამდე განისვენებდა დედაღვთისმშობლის კვართი, სრულ საფუძველს იძლევა, რომ მონასტერი მრავალ საიდუმლოს ინახავს. ამიტომაც ამჯერად მიმდინარე არქეულოგიულ გათხრებს, წინ უსწრებდა წინაკვლევები, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს რევაზ პაპუაშვილი. 2009-10-11-12 წლებში სერიოზული მუშაობა ჩატარდა, რომელმაც მონასტრის ისტორია მთელი ორი საუკუნით უკან დასწია, სავარაუდოდ მეთერთმეტე საუკუნემდე. უშუალოდ ტაძარში მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისას, იქ, სადაც ცოტნე დადიანის ფრესკაა გამოსახული, აღმოჩნდა აკლდამა, რომელიც სავარაუდოდ დადიანთა საგვარეულო აკლდამადაა მიჩნეული.

უკვე მიღებული შედეგები, რაც მოიცავს მონასტრის ეზოში აღმოჩენილი წინაქრისტიანული და შემდგომი ხანის საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა ნიმუშებს, ასევე იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს ადგილი ქრისტიანობის შემოსვლამდე და მას შემდგომ სერიოზულ სულიერ კერად მიიჩნეოდა. აღმოჩენილია უძველესი ნატაძრალი. აქვე იყო განთავსებული წიგნთასაცავი, რომლის აღდგენაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ სახელწიფომ მოიძიოს სახსრები ამ დიდებული საქმის რეალიზებისათვის.

„დღეისათვის მიმდინარე სამუშაოები არის გაგრძელება ,,უძველეს სიახლეთა " ძიებისა, რომელიც ხობის მონასტრის აღმოჩენებით, საქართველოს ისტორიის საინტერესო ფურცელს გადაშლის.“ - ამბობს როზეტა შულაია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ბელარუსში დამოუკიდებელი ინტერნეტსაიტები დაბლოკეს

ბელარუსში დამოუკიდებელი ინტერნეტსაიტები დაბლოკეს
ინტერნეტსაიტების დაბლოკვის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსოფლიო  |  21/12/2014 18:03

ტუნისში პრეზიდენტს პირდაპირი წესით პირველად ირჩევენ

ტუნისში პრეზიდენტს პირდაპირი წესით პირველად ირჩევენ
კენჭისყრის მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი მონსეფ მარზუკი ყოფილ საპარლამენტო მდივან ბეჯი ესებსის უპირისპირდება.

მსოფლიო  |  21/12/2014 17:57

საფრანგეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი მოკლა
სამართალდამცველების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი, სამ პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა.

მსოფლიო  |  21/12/2014 17:45

რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის

რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის
90 ავტომობილისაგან შემდგარი კოლონა როსტოვის ოლქიდან გავიდა.

მსოფლიო  |  21/12/2014 17:42

ფლორიდელმა სანტამ დამდეგი შობა–ახალი წელი წყლის ბინადრებს მიულოცა

ფლორიდელმა სანტამ დამდეგი შობა–ახალი წელი წყლის ბინადრებს მიულოცა
წყლის სანტასთან სურათების გადაღებით შეგროვებული თანხით ორგანიზატორები ადგილობრივ ბავშვებს ეხმარებიან.

პოლიტიკა  |  21/12/2014 16:59

''უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის და ის მუდამ ჩვენთან იქნება'' - ილია მეორე

''უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის და ის მუდამ ჩვენთან იქნება'' - ილია მეორე
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის.

საზოგადოება  |  21/12/2014 16:53

''პრემიერის გუშინდელი გამოსვლა ძალიან წააგავს ეპიზოდს ქართული ფილმიდან ''მონანიება'' - კახა კუკავა

''პრემიერის გუშინდელი გამოსვლა ძალიან წააგავს ეპიზოდს ქართული ფილმიდან ''მონანიება''  - კახა კუკავა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საყდრისში მიმდინარე სამუშაობს აპროტესტებს.

პოლიტიკა  |  21/12/2014 16:05

''ჯარისკაცის კუბოსთან დგომას სიჩუმე უხდება'' - დავით თევზაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

''ჯარისკაცის კუბოსთან დგომას სიჩუმე უხდება'' - დავით თევზაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება
''თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს'' - თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

საზოგადოება  |  21/12/2014 14:45

ყირგიზეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გადაიფიქრა

ყირგიზეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გადაიფიქრა
ყირგიზეთის პრეზიდენტს ევრაზიულ კავშირში ქვეყნის გაწევრიანების შეთახმებისთვის ხელი მოსკოვში 23 დეკემბერს უნდა მოეწერა.

მსოფლიო  |  21/12/2014 14:17

''ნუთუ ასე არ გიყვართ სამშობლო?'' - ქართველი ჯარისკაცები თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ

''ნუთუ ასე არ გიყვართ სამშობლო?'' - ქართველი ჯარისკაცები თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ
"მადლობა მოუხადეთ ამ გმირ ვაჟკაცს, რომ თქვენ ნამუსგარეცხილ ღირსებას იცავდა". - დავით მაკიშვილი.

საზოგადოება  |  21/12/2014 14:16

''გადადგეს თავდაცვის მინისტრი'' , ''პროტესტი თავდაცვის სამინისტროს'' - მოქალაქეები თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან (+ფოტო)

''გადადგეს თავდაცვის მინისტრი'' , ''პროტესტი თავდაცვის სამინისტროს'' - მოქალაქეები თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან (+ფოტო)
შეიქმნა გვერდები, სადაც თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთოვნით მომხარებლები თავიანთ მოსაზრებებს წერენ.

პოლიტიკა  |  21/12/2014 14:01

''არავის აქვს უფლება მსგავსი ტიპის შეფასები გააკეთოს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას'' - ანი მიროტაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას აფასებს

''არავის აქვს უფლება მსგავსი ტიპის შეფასები გააკეთოს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას'' - ანი მიროტაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას აფასებს
მისი თქმით, როდესაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის, არ აქვს მნიშვნელობა ამას სად გააკეთებს.

პოლიტიკა  |  21/12/2014 13:13
 


 

ამინდი

ვალუტა

  

სტატისტიკა

www.wsa.ge
სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა