სხვადასხვა

სალომე გოგოლაძე  |  01 თებერვალი 2014 13:57

პირველი თებერვალი,თვის დასაწყისი და მოლოდინი თუ როგორი იქნება ეს თვე. თებერვლის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რას გვირჩევენ ასტროლოგები.

როგორც ისინი ამბობენ ეს თვე თითქმის ყველა ასტროლოგის ნიშნისთვის რთული იქნება, უნდა გავუბრთხილდეთ საკუთარ ნერვებს, ნათესავებთან კამათს მოვერიდოთ და შევეცადოთ ოჯახს დიდი დრო დავუთმოთ, ასევე სასურველია ურთიერთობების მოგვარება შემდეგი თვისთვის გადავდოთ.

ვერძი

თებერვალში ვერძი მოვლენათა კალეიდოსკოპის შუაგულში აღმოჩნდება. იგი ძალების მოზღვავებას იგრძნობს და ყველაფრის ერთდროულად კეთებას შეუდგება. მართალია, ამის შესაძლებლობა ვერძს აქვს, მაგრამ არც დაბრკოლებები მოაკლდება. შეიძლება, საქმეებიც გაუჭიანურდეს და ამ სიტუაციამ მარტის შუა პერიოდამდე გასტანოს, ამიტომაც ვერძმა მოთმინებას უნდა მოუხმოს. ბიზნესმენ ვერძთან საქმიან პარტნიორებსა და მეგობრებსაც კი შესაძლოა ფინანსური პრეტენზიები გაუჩნდეთ. საქმე ერთობლივი ბიზნესის ან რაიმე ქონების გაყოფამდეც შეიძლება მივიდეს. სამსახურში ვერძს თანამშრომლებთან გაუგებრობები და უსიამოვნებები ელოდება. თუმცა უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერის წყალობით, სიტუაცია თვის ბოლომდე ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. მანამდე კი სიმშვიდე შეინარჩუნეთ. უარს ნუ იტყვით თქვენს გეგმებზე, მხოლოდ გონივრულად და ფრთხილად იმოქმედეთ. ვერძს თებერვალში სერიოზული ხარჯი ელოდება – ან ძველი მევალე შეგახსენებთ თავს ან სახლის მოსაწყობად მოგიწევთ ფულის დახარჯვა, თუმცა ფინანსური პრობლემები მაინც არ გექნებათ. შემოსავლები ისევ რეგულარულად შემოდის.

ვერძის პირადი ცხოვრება მაინდამაინც სიმშვიდით გამორჩეული არ იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი პარტნიორებისადმი გრძნობა გაუნელდებათ და თებერვლის ბოლოს სერიოზულად შეიძლება იჩხუბონ. ამის თავიდან ასაცილებლად ვერძმა ემოციები უნდა მოთოკოს. დაქორწინებულ ვერძსაც უთანხმოების პერიოდი დაუდგება. შეიძლება სახლის მოწყობაზე იდავოთ ან რომელიმეს მეუღლის ნათესავების ნახვა არ მოგინდეთ. სცადეთ გონივრულ კომრომისამდე მისვლა და უსიამოვნება მალე მიეცემა დავიწყებას.

თებერვალში ვერძი დაღლილი და ენერგიაგამოცლილია. ეს განსაკუთრებით თვის ბოლოს იგრძნობა. თქვენი ენერგეტიკა სათანადო სიმაღლეზე არ არის, ამიტომ გაუფრთხილდით თავს და ზედმეტ დაძაბულობას ერიდეთ.

 

კურო

კუროსთვის საკმაოდ რთული თვე მოდის. თუნდაც ყველაფერს ერთბაშად ვერ გაუმკლავდეთ, ყურებს ნუ ჩამოყრით. ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და მიმდინარე მოვლენებს სხვა მხრიდან შეხედეთ. თებერვლის უმთავრესი პრობლემა ბიზნესმენი ან მენეჯერი კუროსთვის სხვა ქალაქებთან ან ქვეყნებთან კავშირი და ამ სფეროში არსებული საკითხებია. ხელშესახები დაბრკოლებების არარსებობის მიუხედავად, ყოველ ჯერზე რაღაც შეფერხებას იწვევს და სასურველი შედეგი კვლავ მიუღწეველი რჩება. ასე რომ, კუროს მოუწევს თებერვლის სირთულეებს გაუძლოს და გაუმკლავდეს. კომპანიაში, სადაც კურო მუშაობს, შეიძლება რეორგანიზაცია დაიწყოს, რაც ერთგვარ ნევროზულ სიტუაციას შექმნის. თუმცა ზედმეტად ნუ იღელვებთ, თქვენი პოზიცია საკმარისად მყარია და ამან აუცილებლად უნდა მოგანიჭოთ სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა. მანამდე ყურადღებით შეასრულეთ თქვენი უშუალო ვალდებულებები და შეცდომები არ დაუშვათ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ კუროებს, ვისაც სხვადასხვა იურიდიული პრობლემები უკვე ჰქონიათ, რადგან ისინი შეიძლება კვლავ აქტუალური გახდეს. ყურადღებით მოეკიდეთ კონკურენტებს, რადგან მათი მხრიდან კონფლიქტების პროვოცირებაა მოსალოდნელი. პარტნიორებმაც შეიძლება გიღალატონ. მოვლენების ამგვარი განვითარება თვის შუაშია ან მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. კუროს მატერიალური მდგომარეობა თებერვალში შეშფოთების საბაბს არ იძლევა. მაინცდამაინც მსხვილი შემოსავლები მოსალოდნელი არაა, თუმცა არც დიდი ხარჯები გექნებათ.

თებერვალში კუროს მთელი ენერგია პროფესიულ საქმეებს მოხმარდება და პირადი ცხოვრება უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ამ დროს კი კუროების დიდ ნაწილს ნათესავებთან ექნება პრობლემები. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ჩხუბი ან იმ უსიამოვნებების მოგვარება, რომელშიც თქვენმა ნათესავებმა ამოჰყვეს თავი. რომანტიულ ურთიერთობებში ან ოჯახშიც სერიოზული გაუგებრობებია მოსალოდნელი. ამა თუ იმ მიზეზით, თქვენი პარტნიორი მტრულად არის განწყობილი, მიუხედავად ურთიერთობის სტაჟისა. თებერვლის ბოლოს ეს დაძაბულობა შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს და კურო განშორებაზეც დაფიქრდეს.

თებერვალში კუროს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეაწუხებს. თუმცა მაღალია ტრავმების ან ავარიების ალბათობა, ასე რომ, სიფრთხილე არ გაწყენთ. თუ საშუალება გაქვთ, მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავეთ თავი.

 

ტყუპები

2014 წლის თებერვალი ტყუპებისთვის სახიფათო არა, მაგრამ საკმაოდ სადავიდარაბო თვე იქნება. თუმცა ყველაფერი რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს – ეს ტყუპებმა თებერვლის თვეში ხშირად უნდა გაიხსენონ. ბიზნესმენ ტყუპებს ამ თვეში სირთულეები ექნებათ საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ კონტრაგენტებთან. შექმნილი პრობლემები სწრაფად ვერ მოგვარდება და ამას თქვენი დრო და ნერვები შეეწირება. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგებიც, სავარაუდოდ გარშემომყოფთა „დამსახურებით“. ეს შეიძლება იყვნენ თქვენი მეგობრები, საქმიანი პარტნიორები ან ზემდგომი ხელმძღვანელები. მენეჯერ ან ბიზნესმენ ტყუპებს ასტროლოგები დაქვემდებარებულთა საქმიანობაზე უკეთ დაკვირვებას ურჩევენ, ამ უკანასკნელთ კი კოლეგების მიერ მათ ზურგსუკან ჩადენილ საქმეებზე. არ ღირს სხვებზე დაყრდნობა, ყველაფერი, რასაც დამოუკიდებლად არ გააკეთებთ, შეიძლება გაჭიანურდეს და სულ სხვა შედეგით დასრულდეს, ვიდრე თქვენ გეგმავდით. თებერვალი ტყუპებისთვის მსხვილი ფინანსური დანაკარგებისა და ხარჯების თვეა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ვინც ამა თუ იმ კუთხით ფინანსებთან არის დაკავშირებული: ბუღალტრებს, ფინანსისტებს, ბროკერებს. ამ თვეში იოლად დაუშვებთ შეცდომებს. თებერვალი ცუდი დროა მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად, განსაკუთრებით თუ თქვენი გეგმები უძრავი ქონების ყიდვას ეხება.

ტყუპების პირადი ცხოვრება არა და არ ლაგდება. წყვილი, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა ჰარმონიული ურთიერთობა, საბოლოოდ ჩხუბისა და კონფლიქტების ეტაპზე გადავა, თანაც ყოველგვარი ხელშესახები მიზეზის გარეშე. ძველი წყენები და პრეტენზიები მუდმივად გაახსენებთ თავს. ახლადდაწყებულ ურთიერთობებშიც უნდა გახსოვდეთ, რომ თებერვალი ტყუპებისთვის რთული თვეა და ამ პერიოდში გაუგებრობა და უსიამოვნება სრულიად უმიზეზოდ შეიძლება წარმოიშვას. ოჯახში ბავშვებთან გექნებათ კონფლიქტები, სავარაუდოდ ეს მათ მზარდ მოთხოვნებთან იქნება დაკავშირებული. ფული ბავშვების სწავლისთვისაც დაგჭირდებათ. რეტროგრადული მერკური თვის 5 რიცხვიდან თვის ბოლომდე ტყუპებს მსხვილი შენაძენების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს. არც ახალი ნაცნობობის გაბმა ღირს, ეს ახალი ადამიანები არასანდო პარტნიორები გამოდგებიან. და თუ შემთხვევით ძველი ნაცნობთან გადაგეკვეთათ გზა, რეკომენდებულია მასთან ურთიერთობის აღდგენა.

თებერვალში ტყუპების ჯანმრთელობა საკმაოდ სტაბილური იქნება, მათ ორგანიზმს ყველა ავადმყოფობის დასამარცხებლად ეყოფა ძალა. თუმცა შესაძლოა, ტყუპები ზედმეტი ნერვიულობის ნიადაგზე ნევროზამდე მივიდნენ.

 

კირჩხიბი

ამ თვეში კირჩხიბს საკუთარი ინტერესების დასაცავად დიდი ძალისხმევა დაჭირდება და მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებაც მოუწევს. ბიზნესმენ კირჩხიბს თებერვალში დაძაბული პერიოდი ექნება. ერთ მოულოდნელობას გაუმკლავდებით და ჰორიზონტზე მორიგი გამოჩნდება. დასვენებისა და ამოსუნთქვის დრო ნამდვილად არ გექნებათ. შესაძლოა, კირჩხიბის პარტნიორებმა საკუთარი თამაშის წამოწყება მოინდომონ, რომელშიც საკუთარი წესების დაწესებას დააპირებენ. და რადგანაც იუპიტერი სწორედ თებერვალში კირჩხიბის ნიშანში იმყოფება, კირჩხიბებს გამარჯვება გარანტირებული აქვთ, მაგრამ ბრძოლაში ენერგიულად ჩაბმა მაინც მოუწევთ. აღკვეთეთ თქვენი უფლებების შელახვის ნებისმიერი ცვლილება, თუმცა ფრთხილად და წინდახედულად. გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ცოტა მოგვიანებით, მარტისა და აპრილის თვეებშია რეკომენდებული. ამ დროს მოსალოდნელია, პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის, ახალი და კარგი სამსახურის დაწყებაც. თებერვალში კირჩხიბი ამ პერიოდისთვის უნდა მოემზადოს და საქმეები მოაწესრიგოს. ამ თვეში მისი მატერიალური მდგომარეობა არც ისე კარგი იქნება. მევალეები ვალის დაბრუნებას არ ჩქარობენ და რაღაც უცნაურად იქცევიან. სხვადასხვა გარიგებებიდან შემოსავლები იგვიანებს, დამატებითი შემოსავლებიც არსად ჩანს, ამიტომ კირჩხიბმა საფულეს ხელი უნდა მოუჭიროს და მარტამდე დაიცადოს.

თებერვალი კირჩხიბისთვის რთული თვე იქნება არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, პირადი ცხოვრებაშიც საკმაოდ მძიმე სიტუაცია იქნება. კირჩხიბი მოულოდნელად შეიძლება ეჩხუბოს თავის პარტნიორს. დაოჯახებული კირჩხიბი კი სულაც ომის ქარცეცხლში აღმოჩნდება, სადაც უახლოეს ნათესავებსა და ბავშვებსაც კი ჩაითრევს. არც ბავშვები ახარებენ კირჩხიბს. მათი მოულოდნელი პრობლემების მოსაგვარებლად კირჩხიბს სერიოზული თანხების დახარჯვა მოუწევს. თუმცა კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს, განსაკუთრებით 5 თებერვლიდან თვის ბოლომდე. შეცდომის დაშვება იოლია, ამიტომ სანამ მოქმედებას შეუდგებით, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით. და საერთოდაც, აჯობებს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება უკეთესი პერიოდისთვის გადადოთ.

2014 წლის თებერვალში კირჩხიბებს ბევრი ნერვიულობა მოუწევთ, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომ თუ შესაძლებლობა გექნებათ, აიღეთ მცირე შვებულება, გამოიძინეთ და ძალები აღიდგინეთ.

 

ლომი

თებერვალში ლომს მთელი თვითდისციპლინისა და გამძლეობის მოკრებვა მოუწევს, რათა მის თავს დამტყდარ უამრავ რთულ სიტუაციას გაუმკლავდეს. ამ თვეში ბიზნესმენ ლომს რამდენიმე სერიოზული შემოწმება ექნება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რაც ერთგვარ პრობლემად ექცევა. ასევე მოულოდნელად შეიძლება ამოტივტივდეს ადრე მოუგვარებელი იურიდიული საკითხი. ამიტომაც პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბიზნესმენმა ან მენეჯერმა ლომმა დოკუმენტაცია კიდევ ერთხელ კარგად უნდა მოაწესრიგოს. დაქვემდებარებულებსაც მაინცდამაინც ნუ ენდობით, ასტროლოგების თქმით, თქვენს ზურგს უკან მოწყობილი ინტრიგებით თქვენი რეპუტაცია საგრძნობლად შეიძლება შეილახოს. 2014 წლის თებერვალში ლომი კოლეგების მხრიდან ინტრიგნულ გამოხტომებს უნდა ელოდოს. დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ნურც პარტრიონების და ნურც ძველი მფარველების მხრიდან. ისინი ან გარკვეული მიზეზებით ვერ მოახერხებენ დახმარებას, ან უბრალოდ ხმას ვერ მიაწვდენთ. ბიზნესმენ ლომს, რომელსაც საქმიანი პარტნიორები სხვა ქვეყანაში ყავს, შეფერხებები ექნება. კონტრაგენტები ან ზედმეტად გააჭიანურებენ პირობების შეთანხმებას ან გარიგების დადებაზე საერთოდ უარს იტყვიან. ლომი ამ სიტუაციაში ხელფეხშეკრული იქნება.  ეს თვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დაძაბულობით იქნება გამორჩეული, ამიტომ ლომს ერთადერთი გზა დარჩენია – პრიორიტეტების სწორად დალაგება და პრობლემების მოგვარებისთვის თანდათანობით, აუჩქარებლად ზრუნვა.

ლომს არეულობა ექნება პირად ცხოვრებაშიც. მას მოეჩვენება, რომ საყვარელი ადამიანი სათანადოდ აღარ უფრთხილდება, სინამდვილეში კი ეს უკანასკნელი დაგროვილი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. პანიკაში ჩავარდნა და სცენების მოწყობა არ არის საჭირო. ეს ორივე თქვენგანისთვის საკმაოდ რთული პერიოდია, რომელიც უბრალოდ უნდა გაძლოთ და მოვლენების დაჩქარებას მოერიდოთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოიტანს. ეს პროგნოზი ეხება როგორც ახლად შეყვარებულ, ისე დიდი ხნის დაოჯახებულ ლომებს.

თებერვალში ლომი ძალაგამოცლილი და დაღლილი იქნება, განსაკუთრებით თვის მიწერულს. ენერგეტიკული პოტენციალის დაცემამ ინფექციური დაავადებებისა და გრიპების შემოტევა შეიძლება განაპირობოს, ამიტომ დროულად უნდა მიხედოთ იმუნიტეტის ამაღლებისა და ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკას.

 

ქალწული

თებერვლის თვეში ქალწული პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის დროის თანაბრად გადანაწილებას შეეცდება. თუმცა ცნობილია, რომ ორი კურდღლის დევნით კარგი ჯერ არავის არაფერი დაუჭერია. ქალწულს ამ თვის განმავლობაში მოუწევს საკუთრების უფლება დაიცვას რაიმე ქონებაზე ან საკმაოდ მოზრდილ თანხაზე. კონფლიქტი გაღვივდება ან საქმიან პარტნიორებთან ან ვინმე მაღალი თანამდებობის პირებდან. ასე რომ, ქალწულს საკმაოდ რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს: შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები ამ ადამიანებთან მთელი ფულის დაკარგვის გარეშე. სავარაუდოდ, გარკვეული მსხვერპლის გაღება მაინც მოუწევს. საქმის სამომავლო განვითარებას იმაზე მეტი ხარჯი დაჭირდება, ვიდრე ქალწულს შეუძლია გაიღოს. საზღვარგარეთელ პარტნიორებთან კავშირიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, განსაკუთრებით თვის შუა პერიოდიდან თვის ბოლომდე. თუმცა ქალწული დროზე ადრე არ უნდა ჩავარდეს პანიკაში – მარტის დასაწყისიდანვე სიტუაცია უკეთესობისკენ წავა. ჯერჯერობით მოთმინება მოიკრიბეთ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ მუშაობენ თქვენი დაქვემდებარებულები, რადგან მათ შეუძლიათ თქვენს ბიზნესს ვნება მიაყენონ. არა წინასწარგანზრახულად, არამედ უბრალო დაუდევრობის გამო. თუმცა კონკურენტებისგან ინტრიგების ხლართვაც არ არის გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში, სიფხიზლე გესაჭიროებათ. თებერვალში ქალწულს საკმაოდ მსხვილი ხარჯები ელოდება, რომელთა უმრავლესობა დაუგეგმავი იქნება. პროფესიული პრობლემები, ბიზნესის განვითარება, ოჯახური საჭიროებები – თანხები მიდის, შემოსავლები კი აგვიანებს. ამიტომაც ეცადეთ ფული მაქსიმალურად ეკონომიურად ხარჯოთ.

ქალწულსა და მის პარტნიორს შორის თებერვალში მუდმივად დაძაბული ურთიერთობა იქნება. რა საკვირველია, ყოველ ჩხუბსა და კამათს შერიგება მოჰყვება, მაგრამ ეცადეთ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე რეტროგრადული მერკურის პერიოდშია საჭირო – 6 თებერვლიდან თვის ბოლომდე. ეს ყველაზე ცუდი პერიოდია ურთიერთობების გასარკვევად და მით უფრო, სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. არც დაოჯახებულ ქალწულს ელის თებერვალში ოჯახური იდილია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე შვილებს და მათთან დაკავშირებულ სირთულეებს შეეხება. ბავშვებს არა მხოლოდ თქვენი ყურადღება სჭირდებათ, არამედ ფინანსური სახსრებიც. გამორიცხული არ არის, რომ მშობლებთან ან უფროსი ასაკის სხვა ნათესავებთან შეგექმნათ პრობლემები. თქვენი მხარში დგომა, მათ შორის, მატერიალური თვალსაზრისით მათაც დაჭირდებათ.

თუ ქალწული თებერვალში ზომიერებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ამჯობინებს, მიუხედავად შემცირებული ენერგეტიკული პოტენციალისა, ამ თვეში სერიოზული დაავადებების საფრთხე არ ემუქრება.

 

სასწორი

ამ თვეში სასწორს შეუთავსებლის შეთავსება მოუწევს: პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის. შედეგი სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ყველაფრის მოსწრება და ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნა შეუძლებელია. პროფესიულ ასპარეზზე თებერვალში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ზოგიერთი საქმე უსასრულოდ გაჭიანურდება, ნაწილზე საერთოდ უარის თქმა მოგიწევთ მათი უპერსპექტივობისა თუ დროის უქონლობის გამო. პარტნიორებთან ურთიერთობა ვერა და ვერ ლაგდება, კონფლიქტს კონფლიქტი მოსდევს და სასწორს ერთ ადგილას გაჩერების მეტი არაფერი დარჩენია. გარკვეული წინსვლები მაინც იქნება, თუმცა მთლიანობაში სასწორის იმიჯი შეიძლება შეილახოს, ხოლო ხელმძღვანელებთან ურთიერთობა გაუარესდეს. ვარსკვლავები ამ  ნიშნის წარმომადგენლებს დიპლომატიის მაქსიმუმის გამოჩენას ურჩევენ. არ გაჯიუტდეთ იქ, სადაც იცით, რომ 100%-ით მართალი არ ხართ. სიტუაციას ოჯახური პრობლემების მოგვარების აუცილებლობაც დაამძიმებს. თუ სახლსა და ოჯახს თქვენი აქტიური დახმარება სჭირდება, სჯობს მცირეხნიანი შვებულება აიღოთ. ეს ბევრი სადავიდარაბო საქმიდან გაგათავისუფლებთ. მატერიალური თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იქნება. თებერვალში გაკოტრება არ გელოდებათ, თუმცა არც მაინცდამაინც დიდი შემოსავლები გექნებათ.

სასწორის პირადი ცხოვრება თებერვალში ძალიან აქტიური იქნება. ოჯახი, რომანტიული ურთიერთობები, ნათესავებთან კონტაქტები – ყველგან მოვლენების კორიანტელია მოსალოდნელი, რომლებსაც სხვათა შორის, ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ. შეყვარებულ სასწორს გაუგებრობები ექნება საყვარელ ადამიანთან, რაც მათ ურთიერთობას გაართულებს და შეიძლება საქმე დაშორებამდეც კი მივიდეს, განსაკუთრებით თვის ბოლოსკენ. თუ დაოჯახებულ ქალწულს სიტუაცია ისედაც არეული ქონდა ოჯახში, თებერვალში მდგომარეობა შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს. ჩხუბი ჩხუბს მოსდევს და ამ ყველაფრის მიზეზი არც ისე შორეულ წარსულში იმალება. თუ სასწორს ოჯახის შენარჩუნება უნდა, ეს სიტუაცია უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, რადგან ყველაფერი განქორწინებით შეიძლება დასრულდეს.

ჯანმრთელობა ამ თვეში სასწორს არ უღალატებს. ენერგია საკმარისად გექნებათ, თუმცა დატვირთვის ცოტათი შემსუბუქება არ გაწყენდათ.

 

მორიელი

თებერვალი მორიელისთვის საკმაოდ მღელვარე თვე იქნება. ცვლილებები ძირითადად თქვენს ყოველდღიურობას ან ოჯახს შეეხება, თუმცა რადიკალურს ნურაფერს მოელით. პროფესიულ ასპარეზზე სრული უმოქმედობა იქნება. რაც უნდა ჩაიფიქროთ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველაფერი გაჭიანურდება ან ჩაიშლება. აქტუალური გახდება დროულად მოუგვარებელი პრობლემები. განსაკუთრებით, თუ ისინი იურიდიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. უცხოელ პარტნიორებთან ერთად მომუშავე ბიზნესმენი მორიელი აღმოაჩენს, რომ მათთან ურთიერთობაში გარკვეული დაბრკოლებები ექმნება, რომელთა აღმოსაფხვრელად და საქმის მკვდარი წერტილიდან დასაძრავად ბევრი მუშაობა მოუწევს. თანამშრომლებსაც განსაკუთრებული კონტროლი დაჭირდებათ, რადგან მათმა გამოჩენილმა ინიციატივებმა მორიელი არასასურველ შედეგთან შეიძლება მიიყვანოს. თუ მორიელს საშუალება აქვს, ჯობს თებერვალში პატარა შვებულება მაინც აიღოს და პირადი პრობლემები მოაგვაროს. დააკვირდით თქვენს კოლეგებს, ისინი შეიძლება თქვენთვის საზიანო თამაშს ეწეოდნენ. მატერიალურ სფეროში მორიელს სიურპრიზები არ ელოდება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

პირად ცხოვრებაში კი მორიელს მღელვარებისთვის მართლაც ბევრი მიზეზი ექნება. თუმცა უმეტესობა ნათესავებთან და მათ საკმაოდ ძველ ამბებთან იქნება დაკავშირებული.  შეიძლება რაიმე ძველი ისტორია ამოტივტივდეს, რომელიც მოულოდნელი მიმართულებით განვითარდება. იქნება სასიამოვნო ამბებიც. მაგალითად, მორიელს სხვა ქალაქში მცხოვრები საყვარელი მეგობრები შეიძლება ესტუმრონ. დაოჯახებულმა მორიელმა თებერვალში სახლს უნდა მიხედოს, მაგალითად ოთახებში ინტერიერი შეცვალოს. 6 თებერვლიდან თვის ბოლომდე, ანუ რეტროგრადული მერკურის პერიოდში მსხვილი შენაძენების გაკეთება არ ღირს. ნივთი ან უხარისხო გამოდგება ან მოგატყუებენ და დაზარალდებით.

თებერვალში მორიელის ჯანმრთელობა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იქნება, ამიტომ ორგანიზმის გაძლიერებაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღებით იყავით მძღოლი მორიელები.

 

მშვილდოსანი

თებერვალი მშვილდოსანს იმდენ საქმესა და დავიდარაბას დაატეხს თავს, რომ თამამად შეგვიძლია ამ პერიოდს შეშლილი თვე ვუწოდოთ. მთავარია მშვილდოსანი არ აჩქარდეს და არც ელვისებური შედეგების იმედი ჰქონდეს. ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მშვილდოსნისთვის თებერვალში უცხოელი პარტნიორებისთვის მიმდინარე საკითხების მნიშვნელოვნებაში დარწმუნება იქნება. პარტნიორებმა შეიძლება მოულოდნელად გიღალატონ, შეიქმნას მოულოდნელი დაბრკოლებები და მთლიანობაში, თანამშრომლობის მიზნების გადახედვა მოგიხდეთ. ბიზნესმენი მშვილდოსანი მზად უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან შემოწმებისთვის. გარდა ამისა, მტრებსაც არ სძინავთ და შეიძლება სწორედ ახლა ამოგიქექონ ამბავი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდით. მშვილდოსანს არც მატერიალურ ასპარეზზე აქვს საქმეები რიგზე. თებერვალში ბევრი ხარჯი ელოდება, ძირითადად ოჯახთან და შვილებთან დაკავშირებით.

მშვილდოსანს პირად ცხოვრებაშიც საკმაოდ მღელვარე პერიოდი ექნება. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მსხვილი შენაძენების გაკეთებას გეგმავს, შესაძლოა უძრავი ქონებისაც. ეს გეგმები ოჯახთან უნდა შეათანხმოთ. თუმცა თებერვალში მსხვილ შენაძენებზე მხოლოდ მსჯელობით უნდა შემოიფარგლონ, რადგან რეტროგრადული  თებერვლიდან თვის ბოლომდე ამ საქმისთვის შეუფერებელი პერიოდი დგას. აჯობებს გეგმის განხორციელება მარტისთვის გადადოთ. საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს მშვილდოსანს შვილების საჭიროებებზე. ასევე ნათესავების დასახმარებლად, რომლებიც ამ თვეში სერიოზულ პრობლემებში ამოყოფენ თავს. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.

თებერვალში მშვილდოსანს დაბალი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს, ამიტომ შეიძლება მუდმივად გადაღლილობა, მომატებული ნევროზულობა, განწყობის ხშირი ცვალებადობა და თავის ტკივილები აწუხებდეს. ახლა მნიშვნელოვანია არაფერზე იღელვოთ, მეტი იძინოთ და დასვენებას ეცადოთ. მძღოლ მშვილდოსნებს თებერვალში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ვურჩევთ.

 

თხის რქა

თებერვალში თხის რქას საკუთარ ძალებში შეიძლება ეჭვი შეეპაროს. უნდა ითქვას, რომ ამის მიზეზებიც ექნება, მაგრამ უნდა გაუმკლავდეს, სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. ყველაზე მეტი სანერვიულო თხის რქას ფინანსური პრობლემების გამო ექნება. მეგობრებთან ერთად ბიზნესის კეთება ყოველთვის განსაკუთრებულად რთულია და სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, პირობები წინასწარ შეათანახმეთ. თუნდაც თქვენი მეგობრები დიდი გავლენით სარგებლობდნენ, შეცდომები მათაც შეიძლება მოუვიდეთ, რაც თქვენ ძვირი დაგიჯდებათ. ამიტომ ყველაფერს კრიტიკულად მიუდექით. იგივეს გირჩევთ ინვესტორებთან ან მფარველებთან ურთიერთობაშიც. თვის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიან პარტნიორებთან კამათსა და კომპრომისის ძიებას დაეთმობა. მიუხედავად ძლიერი ზეწოლისა, თხის რქამ თავისი პოზიციები უნდა დაიცვას. თებერვლის განმავლობაში თხის რქა ძირითადად ფინანსურ ასპარეზზე იბრძვის და მისი ძალისხმევა ამაო ნამდვილად არ იქნება. დამატებითი შემოსავალი ძალიან გამოგადგებათ, რადგან შესაძლოა ძველი ვალის გადახდა მოგიხდეთ ან ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად დაგჭირდეთ ფული.

უპრობლემოდ თებერვალი არც თხის რქის პირად ცხოვრებაში ჩაივლის. მოსალოდნელია მეუღლესთან ან მშობლებთან ჩხუბი, ავადმყოფობები, განქორწინება და ქონების გაყოფა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ამ ნიშნის ის წარმომადგენლები, ვისაც პარტნიორთან ურთიერთობა ისედაც გართულებული აქვს. ამ შემთხვევაში საქმე რეალურ განხეთქილებამდე შეიძლება მივიდეს. მარტოხელა თხის რქამ კი შეისაძლოა ახალი რომანი გააბას, რომელიც მეტად სასიამოვნოდ გაგრძელდება. თუმცა  ეჭვიანობისა და ბობოქარი ვნებების შემოტევები აქაც არაა გამორიცხული, მაგრამ ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. ნუ გადაწყვეტთ რაიმეს საბოლოოდ და ერთბაშად, ჯობს მოთმინებას მოუხმოთ.

2014 წლის თებერვალში თქვენი ჯანმრთელობა შესაშურ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნება, ამიტომაც ზომიერება დაიცავით და ძალები დაზოგეთ.

 

მერწყული

ვერ ვიტყვით, რომ თებერვალი მერწყულისთვის იოლი თვე იქნება, თუმცა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი საქმიანი ალღო და შრომისმოყვარეობა მას ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავების საშუალებას მისცემს. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. თუ წინა თვიდან რაიმე იურიდიული პრობლემები გადმოგყვათ, თებერვალში მოსალოდნელია მათი გააქტიურება. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ყურადღებით უნდა იყვნენ კოლეგებთან, ხოლო მენეჯერმა და ბიზნესმენმა მერწყულმა თანამშრომლები უფრო გულდასმით უნდა გააკონტროლოს. თებერვლის მეორე დეკადაში მოსალოდნელია უსიამოვნება უშუალო ხელმძღვანელთან, რაც სერიოზულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. რეტროგრადული მერკური 6 თებერვლიდან თვის ბოლომდე ავბედითი სიტუაციების გაჩენას უწყობს ხელს, ხოლო იმას, რაც თქვენთვის სიკეთის მომტანია, აჭიანურებს. ამიტომ დაუყოვნებლივი შედეგების იმედი ნუ გექნებათ, ნერვებს ნუ აყვებით და მოთმინება მოიკრიბეთ. არც საზღვარგარეთ მცხოვრებ პარტნიორებთან დადებული გარიგებები მოგიტანთ დიდ მოგებას. აჯობებს დროებით მაინც შეიკავოთ მათთან საქმიანი ურთიერთობისგან თავი. თებერვალში შემოსავლებმა შეიძლება დაიგვიანოს, ამიტომ ამ თვეში ცოტა მომჭირნეობის გამოჩენა მოგიწევთ.

შეყვარებულ მერწყულს შეიძლება საყვარელი ადამიანისადმი გული გაუცივდეს, რასაც ან დროებითი ან სამუდამო დაშორება მოჰყვება. ქორწინებაში მყოფ მერწყულს კი თებერვალში ოჯახური იდილია ელოდება. რაც შეეხება ნათესავებს, იანვარში შექმნილი რთული მდგომარეობა ამ თვეშიც შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ჩხუბით დასრულდეს. ან მათ თქვენი სერიოზული ფინანსური დახმარება დაჭირდებათ.

ჯანმრთელობა მერწყულს თებერვალში არ უღალატებს, თუმცა ნერვული დაძაბულობა არ მოაკლდება, რამაც თვის ბოლოსკენ ქრონიკულ დაღლილობის სინდრომამდე ან დეპრესიამდეც კი შეიძლება მიიყვანოს. თუ საშუალება გაქვთ, აუცილებლად აიღეთ პატარა შვებულება მაინც.

 

თევზები

თებერვალში თევზები მედიტაციაში ჩაიძირებიან და მთელი სამყაროსგან განცალკევება ენდომებათ. ამ თვეში ბევრი საქმე მართლაც არ გექნებათ, ასე რომ მიენდეთ სურვილებს და ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსა თუ პროფესიულ სფეროში სრული შტილია, საქმიან პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის ალბათობა იმატებს. შესაძლოა თევზები ვინმეს ინტერესებს შეეხნენ და ახლა უბრალოდ სიტუაცია გამწვავდა. მთელი თებერვალი კონკურენტებთან ბრძოლაში ჩაივლის, ხან მაკონტროლებელი ორგანოების შემოტევები გექნებათ, ხან კი მტრების შეტევის თავიდან არიდება დაგჭირდებათ. ამიტომ წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ და ძალებს გაუფრთხილდეთ. თებერვალში თევზებმა ეკონომიურად უნდა ხარჯონ ფული, რადგან ბევრი დაუგეგმავი და აუცილებელი ხარჯი გამოუჩნდებათ. თვის ბოლოსკენ ეს ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.

თევზების ოჯახურ და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. შეყვარებული თევზები ხშირად იჩხუბებენ თავიანთ რჩეულთან. გამორიცხული არაა, ამ ჩხუბების მიზეზი რომელიმე მხარის მატერიალური ინტერესები იყოს. სიყვარულის ფულთან შეთავსება ყოველთვის წარმატებულად არ გამოდის და მეტისმეტი პრეტენზიები ილუზიების მსხვრევას იწვევს. დაოჯახებულ თევზებს ბავშვებისთვის განკუთვნილი მსხვილი ხარჯების გაწევა მოუხდება. ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეთ და საღად შეაფასოთ არა მხოლოდ თქვენი შესაძლებლობები, არამედ ხარჯის გაწევის აუცილებლობაც. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, აღმზრდელობითი საუბრის გამართვა უკეთესი გამოსავალი იყოს. თუმცა თუ საქმე სერიოზულ და აუცილებელ სიტუაციას ეხება, რაზეც თქვენი შვილის მომავალი და განვითარებაა დამოკიდებული, ფულს ხელს ნუ მოუჭერთ.

თებერვალში თევზების ორგანიზმი ვირუსული ინფექციებისადმი მგრძნობიარე იქნება, ამიტომ იმუნიტეტის ამაღლებას უნდა ეცადოთ. თუ საშუალება გექნებათ, აიღეთ რამდენიმე დღიანი შვებულება და კარგად დაისვენეთ.



''ხალხს ფული არ აქვს, სექსი არ აქვს, პერსპექტივა არ აქვს '' - შალვა რამიშვილი (ვიდეო)

''ხალხს ფული არ აქვს, სექსი არ აქვს, პერსპექტივა არ აქვს '' - შალვა რამიშვილი (ვიდეო)
შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე და გადაცემებზე მოხშირებული აგრესია საზოგადოებაში არსებული პრობლემების ბრალია.

საზოგადოება  |  24/10/2014 23:47

''წლების განმავლობაში ბაჩო ახალაია კაცისმჭამელად შეირაცხა'' - სალომე მახარაძე

''წლების განმავლობაში ბაჩო ახალაია კაცისმჭამელად შეირაცხა'' - სალომე მახარაძე
მისი თქმით, ბაჩო ახალაიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცდომა დაუშვა.

პოლიტიკა  |  24/10/2014 23:01

კალაძის ცოლისძმის მერიაში თანამდებობაზე წარდგენას საკრებულოში ხმაური მოჰყვა

კალაძის ცოლისძმის მერიაში თანამდებობაზე წარდგენას საკრებულოში ხმაური მოჰყვა
''ნაციონალური მოძრაობა'' მმართველ გუნდს ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

პოლიტიკა  |  24/10/2014 19:51

ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ აპირებს

ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ აპირებს
განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკაშირის სამიტზე გააკეთა.

მსოფლიო  |  24/10/2014 18:40

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
გამთენიისას მებრძოლებმა სამთავრობო ძალების ბლოკპოსტისა და დონეცკის აეროპორტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მსოფლიო  |  24/10/2014 18:37

ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება

ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება
ფინანსური სამსახურის თანამშრომლები ვანის საკრებულოში ფინანსურ მონიტორინგს ამ დრომდე განაგრძობენ.

სამართალი  |  24/10/2014 18:17

უშიშროების საბჭოს სხდომას ალასანიას მოადგილე დაესწრება

უშიშროების საბჭოს სხდომას ალასანიას მოადგილე დაესწრება
უშიშროების საბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და გენშტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ვერ დაესწრებიან.

პოლიტიკა  |  24/10/2014 18:13

Facebook-ს ახალი აპლიკაცია გააჩნია

Facebook-ს ახალი აპლიკაცია გააჩნია
აპლიკაცია Rooms-ი სოციალურ ქსელში მომხმარებლის ანონიმურობას უზრუნველყოფს.

მსოფლიო  |  24/10/2014 18:09

სინგაპურელმა მეცნიერებმა პლასტირი გამოიგონეს (ვიდეო)

სინგაპურელმა მეცნიერებმა პლასტირი გამოიგონეს (ვიდეო)
მედიკამენტის სისხლში მოხვედრისთვის სულ რაღაც 5 წუთია საჭირო.

მსოფლიო  |  24/10/2014 17:17

თედო ჯაფარიძე ჟენევის მოლაპარაკებებში ''ნაციონალების'' ჩართვას ითხოვს

თედო ჯაფარიძე ჟენევის მოლაპარაკებებში ''ნაციონალების'' ჩართვას ითხოვს
ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ჟენევაში განსახილველი საკითხების გადაწყვეტა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

პოლიტიკა  |  24/10/2014 15:59

''თბილისობის'' დღესასწაულს ბოტანიკურ ბაღიშიც აღნიშნავენ

''თბილისობის'' დღესასწაულს ბოტანიკურ ბაღიშიც აღნიშნავენ
''ბოტანიკურ ბაღში'' ორდღიანი პროგრამით სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება.

საზოგადოება  |  24/10/2014 15:43

კირა ნაითლი სპექტაკლში ითამაშებს

 კირა ნაითლი სპექტაკლში ითამაშებს
მომავალ წელს ბროდვეიზე ბრიტანელი მსახიობის კირა ნაითლის სასცენო დებიუტი შედგება.

შოუბიზნესი  |  24/10/2014 15:32

''ბევრ მაღალჩინოსანს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა'' - კახა კალაძე

''ბევრ მაღალჩინოსანს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა'' - კახა კალაძე
აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას კახა კალაძე ეხმაურება.

პოლიტიკა  |  24/10/2014 15:28
 

 

ამინდი

ვალუტა

  

სტატისტიკა

www.wsa.ge
სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა სამოქალაქო პრესა